საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ პარლამენტის ბოიკოტს ეხმაურება.
გიორგი გახარია აცხადებს, რომ დეპუტატების ადგილი პარლამენტშია.
"მანდატების გარდა, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის საგანი არის ის უამრავი კონკრეტული პრობლემა, რომელიც აღელვებს ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვესმის, რომ მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული, ყოველდღიური პრობლემები. გლობალური ეკონომიკური პრობლემების გამო უჭირთ ოჯახის რჩენა. მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი. დღეს საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში. იქ არის არჩეული დეპუტატის ადგილი, იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე, მომიგვარეთ პრობლემები, რომლებიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიღაცას - არ ესმის. ვისაც ესმის, შრომობს პარლამენტში, ვისაც არა - ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ესმის. ჩემი საბოლოო პასუხი არის ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში". - თქვა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






