ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკტები მოსამარლის მიერ გირაოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და მათთვის ბრალის შემსუბუქებასა და სამუშაო ადგილებზე აღდგენას მოითხოვენ.მელაშვილის უფლებადამცველის ედვარდ მარიკაშვილის განცხადებით, მკაცრი ღინისძიებები არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს:
"გავასაჩივრეთ როგორც გირაოს ოდენობა და ვითხოვთ უფრო ნაკლები გირაოს გამოყენებას ასევე გავასაჩივრეთ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ორივე ნაწილში მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მკაცრი ღონისძიებები და არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს, არამედ დასჯის ეფექტი უნდათ რომ მოახდინონ", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ილიჩოვა და მელაშვილი 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მათ საქმის დასრულებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
მასალის გამოყენების პირობები






