მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების სკანდალი - ხმაური და დაპირისპირება ჩხოროწყუს მერიასთან, ადგილობრივები მერის გადადგომას ითხოვენ
პოლიტიკა - 13:06, 01 Feb, 2021     2485

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ჩხოროწყუს მერიასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ჩანს, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაალაგებინეს.

მერიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ისინი აქციის მონაწილეებს იმ სხდომაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ, სადაც გოგუა სწორედ საპირფარეშოების დასუფთავებისთვის სკანდალს განიხილავს.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ბავშვების თქმით, არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოების დასასუფთავებლად მიყავდათ. მათი განცხადებით, ისინი საპირფარეშოების დასასუფთავებლად ეთერ ჯაფარიძემ წაიყვანა.

ეთერ ჯაფარიძე მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია და მას ხელშეკრულება 31 დეკემბერს ამოეწურა.

თავად ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მომხდარს არ ნანობს.

"დასანანი აქ არაფერია. როცა მთლიანად აქცია კეთდება და დედამიწის დღეს ორდღიანია და ყველა ბავშვები ტყესა და ღრეში რომ არიან, ის დანაშაული არის თუ არა?", - აცხადებს ჯაფარიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42