ხვალ, 2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს თქმით, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს:
"ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, რომ ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნებში მოსახლეობის ნაწილის ხმა მიიღეს, შემოვიდნენ პარლამენტში. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თუ ვინ იქნება მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ამას მსჯელობები აჩვენებს, მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხშიც ყველა ერთიან პოზიციაზე იქნება. გაგრძელდება მსჯელობა და რაღაცაზე შევჯერდებით. აზრი ის არის, რომ ყველას მიეცეს მაქსიმალური შანსი. მე მაქვს კითხვები, რომელზეც მინდა მოვისმინო პასუხები და ამის მერე ჩამოვყალიბდები საბოლოო გადაწყვეტილებაზე," - აცხადებს დავით სერგეენკო.
მასალის გამოყენების პირობები






