გუშინ, ქუთაისში, საპროტესტო კარავში მყოფი ადამიანების მიმართ HONDA FIT-ის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით JO 087 OJ-ით თავდასხმა სცადეს. ინციდენტში მონაწილე პირი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს, ავტომანქანა კი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
ქუთაისელი აქტივისტების მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად ჩასული მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები ავტოსატრანსპორტო შემთხვევას შეესწრნენ, რომელშიც იგივე ავტომობილი და მძღოლი მონაწილეობდა. საპატრულო პოლიციის მოსვლამდე HONDA FIT -ის მძღოლმა შემთხვევის ადგილი თვითნებურად მიატოვა, გაქცევის მცდელობის დროს კი ორი ადამიანი გაიტანა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლი თერჯოლის მუნიპალიტეტის სოფელ ნაღშირღელეში მცხოვრები ყოფილი სპორტსმენი, რამინ ცირეკიძეა.
მოძრაობა „საქართველოსთვის“-ში მიიჩნევენ, რომ ქუთაისში მომხდარი ინციდენტი არის თელავის შემთხვევის ანალოგი და გაგრძელება. მათი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს მოძრაობის შევიწროვებას და მიზანმიმართულ ტერორს ახორციელებს მათ წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






