რა აქვს სათქმელი ალეკო ელისაშვილისთვის მის ყოფილ, გულმხურვალე მხარდამჭერს, გია პაპას კახეთიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ იტოვებდა იმედს, რომ ალეკო საბოლოოდ არ ჩა...იქნევდა ხელს:
"ამ გადმოსახედიდან ის ჯერ კიდევ ზის", - ამბობდა გია პაპა შეკითხვაზე პასუხად, სანამ პარლამენტში შევიდოდა.
არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ელისაშვილი გამოირჩეოდა რადიკალური, გულანთებული პატრიოტის განცხადებებით:
"რისთვის შევიდე ახლა მანდ? ვინმეს ჰგონია, რომ დეპუტატის ხელფასი მაინტერესებს? ისედაც არ მეხალისება ჰალსტუხის გაკეთება, იქ იმისთვის მივდივარ, რომ ხალხს ვემსახურო, ხომ? დაბეჩავებული ხომ არ უნდა ვიჯდე, თამარ ჟვანიას ნაწყალობევი ხმებით? ქუჩაში არ უნდა გავიდე? ხალხს თვალებში არ უნდა შევხედო?"
მერე კი პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ ამით ქვეყანა არ იქცევა:
"შევალ პარლამენტში... და ისე ნუ გამოვიყვანთ, თითქოს პარლამენტში შესვლით ქვეყანა იქცევა..."
მასალის გამოყენების პირობები






