რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება საქართველოშია
პოლიტიკა - 22:15, 30 Jan, 2021     6144

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოში საიდუმლოდ ოპერირებს კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა საომარ ზონებში გზავნის დაქირავებული ჯარიკსაცების არმიას.

"მორან სექურიტი გრუპი" - რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება - შეიარაღებული დაქირავებული მკვლელები რომლებსაც ხშირად პუტინის პირად არმიად მოიხსენიებენ.

დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსული სამხედრო დაჯგუფება უკვე საქართველოშია. საჯარო რეესტრის ამონაწერებში პირდაპირ იძებნება ოფიციალური სახელი მორან სექურიტი გრუპის ფილიალი საქართველოში. დოკუმენტში მითითებულ მისამართზე მივედით. გასაიდუმლოებული სამხედრო შენაერთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ყალბია. სახლი კერძო პირს ეკუთვნის და დაცვის კომპნიის შესახებ მან არაფერი იცის.

რას საქმიანობს "მორან სექურიტი გრუპის" ფილიალი საქართველოში უცნობია, თუმცა, თავად ამ გაერთიანების შესახებ ბევრია ცნობილი და ინტერნეტ სივრცეშიც მასალა საკმარისზე მეტია. კერძო სამხედრო დაჯგუფება ოპერირებს მსოფლიოში ყველგან, სადაც საომარი მოქმედებებია და ატარებს მკაფიოდ კრემლის ინტერესებს. მისი წევრები არც მალავენ, რომ პროცესში სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ერთვებიან.

"მორან სექურიტი გრუპი", ვაგნერი და სლავიანსკი კორპუსი ეს არის სამი ყველაზე მსხვილი შეიარაღებული დაჯგუფება რუსეთში, რომლებიც ოფიციალურად კერძო დაცვის კომპანიად არიან გაფორმებულები, თუმცა, მსოფლიოს წამყვან მედია საშუალებებში არაერთხელ მოხვდა ინფორმაცია მათ შესახებ.

რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფებები აქტიურად იყვნენ ჩართულები სირიასა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ცნობილია ფაქტი, როდესაც დაჯგუფება ვაგნერის წევრებს შეიარაღებული შეტაკება ჰქონდათ ამერიკის ძალებთან სირიაში. ამ დროს ვაგნერის 300-მდე მებრძოლი დაიღუპა. მაშინ, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა ვაგნერის ორი ხელმძღვანელი საჩვენებლად დაესაჯათ და ისინი დროებით ციხეში ჩასვეს. თუმცა, ამ დაჯგუფებების მიმართ რუსეთის პრეზიდენტი სიმპათიას არასოდეს მალავს და მათ საჯარო გამოსვლებშიც უჭერს მხარს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით მორან სექურიტის ფილიალი საქართველოში, ვინმე - ლევან ჩარკვიანმა დააფუძნა. "მთავარმა" მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო დეტალი აღმოაჩინა. ირკვევა, რომ ლევან ჩარკვიანი დაიბადა რუსეთში. 1991 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის კასპიის უმაღლესი სამხედრო- საზღვაო სასწავლებელი. ის დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ლატვიაში და მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ბიუროში. 2013 წელს ჩარკვიანი რუსეთში დააკავეს და მას სამშობლოს ღალატის მუხლი წარუდგინეს, ბრალად ედებოდა რუსეთის წინააღმდეგ ნატოს სასარგებლოდ ჯაშუშობა. მისმა დაკავებამ კითხვები გააჩინა ლატვიაში, თუ ჩარკვიანი რუსეთის მოქალაქე იყო, რატომ მუშაობდა ლატვიის უშიშროების სამსახურში. ლევან ჩარკვიანმა დანაშაული აღიარა, თუმცა, რატომღაც მალევე გაათავისუფლეს. გამოძიების ინფორმაციით, მან გადაიბირა და ჯაშუშად აქცია ლუგანსკში ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი ვალენტინ ვესელოვი მეტსახელად - ელფი. რომელსაც სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან ჩარკვიანის შესახებ უცხოური მედია ხშირად წერდა. წარდგენილი უმძიმესი ბრალდების მიუხედავად ის ციხეში არ ჩასვეს. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. გაურკვეველი მისიით ჩარკვიანი 2017 წელს საქართველოში ჩამოდის. იღებს საქართველოს მოქალაქეობას და იძებნება ერთიან ამომრჩეველთა სიაშიც. ჩვენ მის მიერ მითითებულ ოფიციალურ მისამართზე მივედით. ბინა გაქირავებულია. მეზობლები კი გვეუბნებიან, რომ ჩარკვიანები აქ უკვე ძალიან დიდი ხანია არავის უნახავს.

რა მიზნით ჩამოვიდა საეჭვო ბიოგრაფიის მქონე ლევან ჩარკვიანი საქართველოში და რა მიზნით დააფუძნა რუსი დაქირავებული სამხედროების გაერთიანება უცნობია.

პუტინის პირადი არმიის ფილიალის გახსნა საქართველოში საგანგაშოა გენერალი გიგი კალანდაძისთვის. მისთვის მთავარი კითხვა არის, როგორ მოხდა "მორან სექურიტი გრუპის" წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მათ საქმიანობას ქართული სპეცსამსახურები.

პუტინის პირადი არმიის შესახებ საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს. შოთა უტიაშვილი გვიყვება, რომ ქვეყანაში შემოღწევის სურვილი რუსულ სპეცსამსახურებს ადრეც ჰქონდათ, თუმცა, სახელმწიფო ამის საშუალებას მათ არ აძლევდა. დღეს როდესაც ქვეყანას რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი მართავს, რომელიც კრემლის ინტერესებს ღიად ატარებს "მორან სექურიტის" გამოჩენა საქართველოში გასაკვირი არც არის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42