ოლიგარქის მორიგი ტრიუკი - ივანიშვილმა ევროკოპტერები მისსავე მუშებს გადაუფორმა
პოლიტიკა - 22:11, 30 Jan, 2021     2937

ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ვერტმფრენების სხვადასხვა პირებზე გადაფორმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ 14 ვერტმფრენს დღეს ახალი, ფორმალური მფლობელები ჰყავს. რიგითი თანამშრომლები, რომლებიც ოლიგარქის კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ, დღეს საჰაერო ფლოტის მფლობელები არიან. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კომპანია, საფრენი აპარატებიანად – მისივე კუთვნილი ავიასერვისის პერსონალზე გაასხვისა.

გეგმის განხორციელება ოლიგარქმა პოლიტიკიდან წასვლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. 2018 წელს ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ჯგუფი” აცხადებს, რომ ყიდის ყველა ვერტმფრენს, მალე მათი შეძენის სურვილს სიმბოლურად ივანიშვილისვე კუთვნილი კომპანია “აერო როტორ” ჰოლდინგი გამოთქვამს. კომპანიას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ალეკო ტყემალაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ქართუს და აეროსერვისს ერთდროულად მართავს. გამყიდველი კომპანია “ქართუ ჯგუფი” მყიდველს, “აერო როტორ” ჰოლდინგს 5 მილიონ აშშ დოლარს სესხის სახით თვითონვე აძლევს. 15 წლიანი გირაოს უზრუნველყოფით.

ალეკო ტყემალაძე, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც დღეს ივანიშვილის კუთვნილ ორ ავია კომპანიას სრულად განაგებს. ოლიგარქის ფასეული ქონება ტყემალაძისა და სხვა თანამშრომლების მსგავსად, ალექსანდრე კართხიას საკუთრებაცაა. ის კომპანიის დირექტორის შემდეგ, ყველაზე მეტ, 18 % ფლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელზე დღეს არცერთი ვერტმფრენი აღარ არის, მისი პირადი პილოტები მუშაობას განაგრძობენ. ამის დასტურად სოციალურ ქსელში ფოტოებს, მისი პილოტი ავრცელებს. რაც აჩენს ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადამალული ვერტმფრენები კვლავაც ემსახურება და მეტიც, თუ მოისურვებს კუთვნილ აერო პარკს ისევ დაიბრუნებს.

ძვირადღირებული აპარატების გარდა ივანიშვილს რუსული მი8 ტიპის ვერტმფრენებიც მოსწონს, რომელიც არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ ბიზნესის ფუნქციასაც ითავსებს. ავღანეთში გაქირავებული აერო ფლოტს ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ ვერსიაზე, რომ შესაძლოა ოლიგარქის ქმედებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების შიშს უკავშირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42