"თუ მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია რატომ ათავისუფლებენ?" - ინაშვილი
პოლიტიკა - 16:11, 30 Jan, 2021     1185

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საპატიმროდან გათავისუფლებას ეხმაურება და პოლიტკურ კონტექსტზე საუბრობს, მისი თქმით ეს გათავსუფლება "ქართული ოცნების" ვაჭრობის შედეგია.

ინაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და სიტყვა ვაჭრობა ერთმანეთის სინონიმებია - მისივე თქმით, "ოცნება" სხვა საკითხებთან ერთად, დავითგარეჯის თემითაც ვაჭრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ივერი მელაშვილი არ უნდა გაეთავისუფლებინათ.

"არჩევნების გაყალბების შემდეგ ქართული ოცნება ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. მთელ ამ სიტუაციას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. რა დროს და რატომ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუ ეს მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ? აქ პოლიტიკური კონტექსტი ერთ-ერთი მთავარია.

ნათელია, რომ ქართული ოცნება ვაჭრობს. ქართული ოცნება და ვაჭრობა ერთმანეთის სინონიმები გახდა. ქართული ოცნება ვაჭრობს არჩევნებით, მანდატებით, დავითგარეჯის თემით და მზადაა, ნახევარი ქვეყანა დათმოს, ოღონდ ვინმე შეიტანოს გაყალბებული გზით ფორმირებულ არჩევნებში. ქართული ოცნება ვაჭრობს კოვიდით, ყოვლად უგუნური აკრძალვებით, რასაც ვეწინააღმდეგებით". - ამბობს ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, "ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი იხილებოდა და არის გარიგების ნაწილი. ასე მართავს ქართული ოცნება ქვეყანას, ასეთი იაფფასიანი გადაწყვეტილებები",- განაცხადა ინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42