"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ირწმუნება, რომ 2 თებერვლამდე პარლამენტში არ შევა.
ხვიჩია აცხადებს, რომ მისი ამოცანაა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, ვისაც მანდატი აქვს პარლამენტში შევიდეს და საჯაროდ დებს პირობას , რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.
"გამორიცხულია 2 თებერვლამდე იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ახლა ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ. მე როდესაც შევხვდი ბატონ მდინარაძეს მას ვთხოვე, რომ ჩააგდონ ოპოზიციაში განცხადებების განხილვა, რადგანაც დისკუსიები იმაზე თუ რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. შესაბამისად, ჯერ ცოტა დროა იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთელი ამ პროცესიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს. მე პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, მმართველ გუნდში კი ოპოზიციის წევრებს კვლავ მოუწოდებენ, რომლებსაც მანდატები აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, მე-10 მოწვევის პარლამენტში საკუთარ სავარძლებს მომავალი კვირიდან დაიკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები






