"ადამიანიანის უფლებათა ცენტრი" (EMC) 12 -15 იანვარს სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებზე მათი უშუალო დაკვირვების და ინტერიუების საფუძველზე კონკრეტულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებაა, ორგანიზაცია მის მუშაობას არაეფექტურად აფასებს.
მათი თქმით, სააგენტოს არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაუჭრია, სამაგიეროდ მკვეთრად რეგრესიულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს აჟღერებს.
"ფიქრობთ, რომ არსებითია სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას დგინდება, რომ სოფლის მცხოვრებლებს შორის ურთიერთობა 2020 წლის დეკემბერში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსლიმი თემი სოფელში მეჩეთის აშენებას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმმა თემმა ეს ფაქტი უარყო და ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას განუმარტა, რომ მხოლოდ პარასკევის ლოცვის კოლექტიური შესრულება სურდათ, ამ აღიარებამ და დაპირებამ მეზობლებს შორის დაძაბულობა ვერ გადაჭრა", - წერს EMC.
ორგანიზაციის დერექტორი , თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ რელიგიის სააგენტოს მიმართ ნდომა არის მკვეთრად დაბალი და სწორედ ამიტომ ითხოვენ მის გაუქმებას.
"ბოლო 6-7 წლის განვალობაში ამ უწყების საქმიანობა აჩვენებს, რომ მათ არასდროს მხარი არ დაუჭერიათ რელიგიის თავისუფლების სფეროში პროგრესული, მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, მათ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად. ბუკნარის მოვლენებში ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი აქტიურად წარმოდგენილები არ იყვნენ და მე ვიტყოდი, რომ ვერ იყვნენ, იმიტომ, რომ მათ მიმართ ნდობა არის მკვეთრად დაბალი", - ამბობს EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქლეაძე.
შეგახსეებთ, რომ გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა, თუმცა გამოძიების შედეგები ჯერ ისევ უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






