"როცა კონფლიქტია ან უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო" - სერგეი შამბა საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:02, 30 Jan, 2021     1750

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ,სერგეი შამბა , საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს.

როცა კონფლიქტია ან უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო , თუმცა, შაბს თქმითვე, საქართველო დიალოგის სურვილს არ გამოხატავს.

შამბამ ხაზგასმით აღნიშა, რომ ომი არავის უნდა.

"თითქმის 30 წელი გავიდა ომიდან. ჩვენ მუდმივად ვერ ვიქნებით მტრულ დამოკიდებულებაში. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ. უნდა ვისაუბროთ, უნდა გვქონდეს დიალოგი. დიალოგი საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში უნდა მიდიოდეს, თუმცა მათი მხრიდან სურვილი არ ჩანს.

საუბრის ფორმატი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. დიალოგი სხვადასხვა ფორმატით თითქოს მაინც მიდის.

მაგალითად, ჟენევის ფორმატი, გალში იყო ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი. ჩვენ გვაქვს კითხვები, რატომ არაა ჩვენს შორის კომუნიკაცია. მაგალითად, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რკინიგზის საკითხი უკვე გადაწყვიტა რუსეთმა. რკინიგზა რუსეთიდან გადის აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და შემდეგ თურქეთში, როცა შეიძლებოდა ტვირთებს აფხაზეთიდან გაევლო. ამდენი წლის მანძილზეც შეიძლებოდა რკინიგზა ყოფილიყო. ამ თემას არ აქცევს ყურადღებას არც საქართველო, არც აფხაზეთი, როცა ეს კომუნიკაციისთვის არაჩვეულებრივი საკითხია. მილიონობით დოლარი იკარგება. როცა კონფლიქტია ან უნდა იომო, ან უნდა ისაუბრო.

ყველასთვის გასაგებია, რომ ომი არავის გვინდა. ჩვენ ვამბობდით, მოდით ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ აღნიშნული საკითხი კანონის ფარგლებში,"- აცხადებს სერგეი შამბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42