"სტარტეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი , სერგო ჩიხლაძე ეხმაურე ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას და აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა.
ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ მემორანდუმში, რომელსაც ალეკო ელისაშვილმა ხელი მოაწერა, არ არის პოლიტპატიმრების მუხლი და ვადამდელი არჩევნების თემა.
"მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა. ჩვენი დღის წესრიგი იგივეა. არ აქვს მნიშვნელობა ელისაშვილი პარლამენტის შიგნიდან გააგრძელებს თუ გარედან სხვა ოპოზიციაზე ჭორაობას. ამ მემორანდუმში არ არის პოლიტპატიმრების მუხლი და ვადამდელი არჩევნების თემა. ის თემები კი რაც არის, კიდევ უფრო გაუარესებულია,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, მე-10 მოწვევის პარლამენტში საკუთარ სავარძლებს მომავალი კვირიდან დაიკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები






