პარტია "მოქალაქეების " ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 5-დან 4 პოლიტპატიმარი უკვე თავისუფალია და იმისათვის, რომ ეს სია დაიხუროს, აუცილებელია ოპოზიცია მოლაპარაკების პროცესში სრულად ჩაერთოს.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2 თებერვლის სხდომაზე ოპოზიციას მანდატები არ უნდა შეუწყვიტოს და ეს იქნება კარგი სიგნალი დანარჩენი ოპოზიციისთვის.
"მემორანდუმი არის დოკუმენტი, სადაც არჩევნების სანდოობის გარანტიებია ჩამოწერილი. ეს არის ის, რაც 30 წელია ჩვენი ეროვნული სურვილია, რომ არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი და ნდობა. ეს არის ელექტრონული არჩევნების პრინციპები, რომ საარჩევნო უბნებზე იდგეს ხმის მთვლელი აპარატი, ვაჩვენოთ პირდაპირ ეთერში ხმის დათვლის პროცესი, ელექტრონულმა აპარატმა უკვე 8 საათზე შედეგები გვაჩვენოს და ასევე ის, რომ მრავალპარტიული წარმომადგენლობა იყო სამივე დონეზე.
აღსანიშნავია, რომ 5 პოლიტპატიმრიდან 4 ადამიანი უკვე გამოშვებულია და ეს ადამიანები პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგად გამოუშვეს. იმისათვის, რომ ეს სია დაიხუროს და მე-5 მათგანიც გამოვიდეს ციხიდან, აუცილებელია ოპოზიცია სრულად ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციას მანდატები "ქართულმა ოცნებამ" 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს, ეს გააჯანსაღებს ურთიერთობას და კარგი სიგნალი იქნება დანარჩენი ოპოზიციისადმი," - აცხადებს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






