სამთვიანი პაუზის შემდეგ რიონის ხეობაში "ნამოხვანჰესის" მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა - ტექნიკა ადგილზე პოლიციის თანხლებით შევიდა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, მათ პოლიციამ კარვის აღება მოსთხოვა, ამასთან, იგეგმება ადგილზე აღმართული ჯვრის დემონტაჟი, რასა მათი მხრიდა უკმაყოფილება მოჰყვა.
მოსახლეობას ჯვართან მისვლის შესაძლებლობა არ ეძლევა, რადგან სამართალდამცველები აცხადებენ , რომ ის კერძო ტერიტორიაზეა.
რიონის ხეობის მოსახლეობის აცხადებს, რომ ისინი ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ და არც აპირებენ კანონგარეშე ქმედებას, თუმცა პროტესტს არ შეწყვეტენ, რომელიც 98 დღეა გრძელდება.
კომპანიის წარმომადგენელი, ელენე ღუბიანური აცხადებს, რომ მოსახლეობის მიზანია სამუშაოებისთვის ხელის შეშლა.
"კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაახლოს სამუშაოები და სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ დაცული იყოს კანონიერი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა და დასკვნა საჯაროა, რომელიც დევს კონკრეტული უწყებების ვებგვერდზე. ამ ხალხმა პროტესტი მაინც გააგრძელა, ჩვენ მთელი ამ დროის მანძილზე ვცდილობდით კონსტრუქციული დიალოგის გზით მშვიდობიანად დაგვესრულებინა მოლაპარაკება," - აღნიშნა ელენე ღუბიანურმა.
მასალის გამოყენების პირობები






