მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ გადაცემაში “ფარული კონვერტი” თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. ინდირა ყვებოდა თუ როგორ არ სჯეროდა მისი შვილის მამას, რომ ბიჭუნა, რომელსაც მომღერალი ელოდებოდა, მისგან ჰყავდა. ეს მამაკაცი დნმ-ს გაკეთებას ითხოვდა, თუმცა როგორც ჯგერნაია ჰყვება, მან საბოლოოდ ეს ანალიზი არ გაიკეთა, რადგან ბავშვი ძალიან ჰგავს მამას.
მომღერლის ამ ტელეაღიარებას, სოციალური ქსელის მეშვეობით, გამოეხმაურა მარიამ კუკუნაშვილი, სუროგაციის ცენტრ, “ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი:
"ბავშვის ყოლა მარტო ქალის გადასაწყვეტი არ არის. გენეტიკურ მამას აქვს უფლება გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შვილი. დიდი ბოდიში მომითხოვია ინდირასთან, მაგრამ პოსტსაბჭოთა, გოიმი ქალების “ხოდია”, ნებისმიერ გა…ტნაურებაზე შვილის გაჩენა კაცის შენარჩუნების მიზნით.
უფრო მეტსაც გეტყვით: არაერთხელ მოსულა ქალი პაციენტი ჩემთან და უთქვამს: აი, ჩემს პარტნიორს კლინიკაში მოსვლა უტყდება, ან იცი რაა? არ უნდა ინვიტრო, რელიგიურია და კოლბა მომეცი და დილით მოვიტან სპერმასო…. ჩუმადო… ისეთებიც ბევრი მინახავს, ყალბი ორსულობის ცნობას რომ ითხოვენ.
გაიგეთ, ქალებო, რომ შვილი არაა კაცის შენარჩუნების ინდულგენცია. შვილი არც პუტანკების კაშილოკია, შემგომი ცხოვრების ფინანსური უზრუნველყოფისთვის… მიმოიხედეთ, გარეთ 21-ე საუკუნეა, ტეხავს. თუ მარტო იღებ გადაწყვეტილებას შვილის ყოლაზე, ამისათვის არსებობს სპერმის ბანკები და ცივილიზებული მარტოხელა ქალები ამ გზით აჩენენ შვილს.
თქვენ კიდევ, კაცებო, ისწავლეთ კონდომის ხმარება, რადგან ჯერ კიდევ ბნელა" - თქვა კუკუნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






