მისი თქმით, "დაცვის სტრატეგიად ვერსიის არჩევა, რომ გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის, მოღალატეობრივი საქციელი".
"მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ერთი რამ გითხრათ, დაცვის სტრატეგიად ვერსიის არჩევა, რომ გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის, მოღალატეობრივი საქციელი და ნაცმოძრაობას ვურჩევ, იმ ადამიანს დაანებონ თავი. ეს მე არ ვიცი ზუსტად, სერიოზული ეჭვი შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით, რომ წარსულში რაღაც მიუთითა ვინმემ ამ ადამიანს, მაგრამ დღეს ასეთ განცხადებებს ნუ აკეთებენ და კიდევ არასწორ მტკიცებულებებს ნუ ქმნიან, რაც რეალობასთან არ მოდის შესაბამისობაში.
შემიძლია, გავახსენო ამ კონკრეტულ ადამიანსაც, მთელ ნაცმოძრაობას და ან იმ ადამიანებს ვინც, ურჩევენ, ეს განცხადებები აკეთოს ამ კონკრეტულმა ადამიანმა, არა მხოლოდ რაღაც პათოსის და განცხადებების დონეზე, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიით, არა მხოლოდ ვიღაცის, როგორც მან თქვა, პოზირებით კონკრეტულ ადგილებზე, არამედ კონკრეტული მტკიცებულებებით, კონკრეტული შეთანხმებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის, დასტურდება, რომ ტერიტორია, რომელიც იყო სადავო, არის საქართველოს ტერიტორია", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






