პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრობს და აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატების დაკავების სანაცვლოდ დადებული დოკუმენტი საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის, პროცედურების და საარჩევნო ბარიერის საკითხებს ითვალისწინებს.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მოქალაქეებთან შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას მოითხოვს, თალაკვაძე ამბობს, რომ დოკუმენტი ღიაა და რომ შეთანხმებაში მონაწილეობა სხვა ოპოზიციურ ძალებსაც შეუძლიათ.
მოქალაქეების პარლამენტში შესვლის შემდეგ, საკონსტიტუციო კვორუმის შედგენას კიდევ 17 დეპუტატის პარლამენტში შესვლა დასჭირდება.
"ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






