საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, ხვალინდელ პროტესტში, რომელიც მიტანის სერვისის 1 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, უკვე 150-ზე მეტი რესტორანია ჩართული.
ქოქიაშვლმა აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება რესტორნების სექტორს არ მოუსმენს, მათ უფრო "მძიმე ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ".
მისივე განმარტებით, აქციის ორგანიზება და ჩატარება არანაირ პოლიტიკურ შემადგენელს არ უკავშირდება და ამაზე საუბარი ვინმეს მხრიდან სისულელეა.
"150-ზე მეტი რესტორანია შამოერთებული პროტესტზე...მოთმენის ზღვარი დამთავრდა იმ დროს, როცა ნათია თურნავას შეხვედრა შედგა, საკოორდინაციოს სხვა წევრებთან ერთად და იქ დასრულდა ჩვენი მოთმინება. კონსტრუქციულ საუბარზე ისევ მივყვებოდით, მაგრამ ნურავინ გვაცხადებს - რესტორატორებს გიჟებად და მტრებად, უბრალოდ ეს დაკეტვა სრულიად არაადეკვატურია...
კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადავდგამთ ხელისუფლებისთვის, თუ არ მოუსმენს ამხელა სფეროს ხმას. არავითარი პოლიტიკა არ არის. მინდა განვაცხადო, რომ წინა აქციებზეც არცერთ პოლიტიკოსს არ დაუჭერია ხელში მიკროფონი, და მათ აქვთ უფლება რომ იქ მოვიდნენ", - განაცხადა ქოქიაშვილმა "ფორმულასთან".
მასალის გამოყენების პირობები






