თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირ რევოლუციას არ დაუშვებენ.
მინისტრი თვლის, რომ "ქართული ოცნება" ის ძალაა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შემოიატანა და მოსახლეობას შეუძლია მათი იმედი ჰქონდეს.
"არის ძალიან გამოხატული რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დაჯუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ჩვენ ეს ძალიან კარგად დავინახეთ და ეს გზა არის იმედი იმისა, რომ მიეცემათ საშუალება, სოციალური თუ ეკომონიკური პრობლემების ფონზე, მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და მოუწოდონ დაუშვად მოქალაქეებს ამბოხისკენ და ქუჩის გზისკენ.
ჯერ ერთი, ნებისმიერი რევოლუცია, ნებისმიერი ამბოხი და ნებისმიერი დესტაბილიზაცია იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის ამ მძიმე ვითარებაში. ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს და ისევე, როგორც პრემიერმინისტრს არაერთხელ უთქვამს, ჩვენ ამას უბრალოდ არ დავუშვებთ", - თქვა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა , რომ ქვეყანაში "ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება და ამაზე ოპოზიცია ნუცრ იოცნებებს".
მასალის გამოყენების პირობები






