ივანიშვილის დაკვეთით, კრემლიდან წამოღებული რუკა: "ანტისახელმწიფოებრივი, სადაც ბერთუბანი და კელიები საქართველოს ტერიტორიაზე არ ხვდება" - ივერი მელაშვილის განმარტება და პასუხი "ოცნების" ხელისუფლებას
პოლიტიკა - 12:33, 29 Jan, 2021     1981
გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული კარტოგრაფების ბრძოლა სიმართლისთვის გრძელდება - ივერი მელაშვილი მედიასთან ამბობს, რუკები, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ინტერესებს არავითარ შემთხვევაში არ აზიანებს.
რას ამბობს კარტოგრაფი კრემლიდან წამოღებულ რუკაზე და რატომ მიიჩნევს მას სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო დოკუმენტად.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილ რუკას, რომელიც საქმეში დევს და რის საფუძველზე აქვთ კარტოგრაფებს ბრალი წარდგენილი, მეცნიერი აცხადებს, რომ ეს "დილეტანტური შინაარსის რუკაა".

მეტიც მისი თქმით, სწორედ ეს რუკა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, რადგან ამ რუკის მიხედვით ბერთუბანი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ხვდება და კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი სწორედ იყო ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი და სალოცავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო.

"ამ 200 000-იანი რუკაზე თავის დროზე იმიტომ ვთქვით უარი, რომ ეს არის ერთი დიდი შეცდომა. ანუ რუკას აქვს ძალიან დიდი ტექნიკური ხასიათის წუნი. გარდა ამისა, სამართლებრივი თვალსაზრისითაც შეუსაბამოა. ეგ რუკა შეიძლება განხილული იყოს 1929 წელს, როცა საზღვრის დამტკიცება მოხდა. ეს რუკა არის პერიოდის, რომელიც შედის 29 წლის სამართლებრივ ველში.

ჩვენ გვინდა ჩვენს საზღვრებში მოექცეს ბერთუბანი და კელიები, რაც ჩვენი სულიერი, ისტორიული, ეკლესიური შემადგენელი ნაწილია.

ეს ჩვენ გვინდა, და ახლა როგორ უნდა მიაღწიო ამას სამართლებრივად? ამ წუთში რა საზღვარიც არის დახატული რუკებზე, რა საზღვარიც არსებობს 29 წელს დადგენილი, განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვინდა. ამას რომ მიაღწიო, ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული და მწყობრი მიდგომა სჭირდება და არა ურაპატრიოტული განცხადებების კეთება"- აცხადებს ივერი მელაშვილი.

მეცნიერის თქმით, კელიებთან პოლიტიკოსების პოზირება არაფრის მომცემია:

"ეს ურაპატრიოტიზმია, გამოდის ვიღაც პოლიტიკოსი, პოზირებს კელიებთან და რაღაც იდეებს აფრქვევს. გამოდის იქ ბერია თუ ერი და ურა-პატრიოტულ განცხადებას ავრცელებს, რომ ჩვენია. ჩვენი რომაა, სულიერად რომ შენია და გინდა ამის მიღწევა, ამას თავისი წესი და რიგი აქვს. არ გააკეთებ ამას ასე, ჯიკავ-ჯიკავით, ჩხუბითა და დავი-დარობით, ვერაფერს მიაღწევ"- ამბობს კარტოგრაფი.

შეგახსენებთ, დავით ხიდაშელი რუსეთში მოღვაწე, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ქართველი ბიზნესმენია, რომლის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები კარტოგრაფების საქმეს საფუძვლად დაედო.

ხიდაშელის მტკიცებით, მან მოსკოვში, სახელმწიფო არქივში დაცული რუკები 2020 წლის მარტში გამოაგზავნა. არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, დავით ხიდაშელს რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხიდაშელს მისმა მეგობარმა, ბეჟან მაისურაძემ რუკების მოძიება სთხოვა. ბიზნესმენა რუკები რუსეთის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ინფრასტრუქტურის ცენტრიდან (ФСБ) საქართველოში ჩამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა.

ხიდაშელი კარტოგრაფებს საზღვრის დადგენისას უფრო მსხვილმაშტაბიანი რუკის გამოყენებაში ადანაშაულებს.

კომისიაში მუშაობის დროს კარტოგრაფი ივერი მელაშვილი 1978 წლის და მის შემდგომ პერიოდში შედგენილ რუკებს იყენებდა. ხიდაშელი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის 1938 წელს შედგენილი რუკით იხელმძღვანელებდა საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42