"რურუაც გაათავისუფლონ რადგან გათავისუფლების პუნქტი არ დასრულებულა... ეს ყველაფერი ვადამდელი არჩევნებით უნდა დასრულდეს " - ბოკერია
პოლიტიკა - 21:41, 28 Jan, 2021     936

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია , ეხმაურება კარტოგრაფების გათავისუფებლებას და აცხადებს, რომ კარგი ნაბიჯია, გააგრძელონ და გიორგი რურუაც გაათავისუფლონ., რადგან , მისივე თქმით, ამით გათავისუფლების პუნქტი არ დასრულებულა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის შეცვალზე და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

"მოხარული ვარ, რომ ეს აბსოლუტურად უდანაშაულო 2 ადამიანი არის თავისუფალი, რომელიც მძევალი იყო ამ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამარცხვინოა, ის რა ფორმითაც არიან დღესაც - გირაო დააკისრეს და თანამდებობიდან გადააყენეს, რატომ? - გაუგებარია. არანაირი სამართლებრივი ლოგიკა მაგაშიც კი არ არის, უბრალოდ, დროებით შეიძლებოდა შეჩერებოდა უფლებამოსილება, ვიდრე ბრალდება არსებობს, მე ვიძახი მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ეს ადამიანები არიან თავისუფალნი, მითუმეტეს, რომ ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სიმტკიცე და წესიერება, რაც ამ ვითარებაში დამატებით დასაფასებელია.

მოლაპარაკებების პირველი პირობის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესრულება არ არის დასრულებული, ჩვენ ციხეში გვყავს კიდე ერთი ადამიანი, გიორგი რურუა 8 მარტიდან მოყოლებული. როდესაც, ის იქნება თავისუფალი, მაშინ სწორედ იმიტომ, რომ კომპრომისის გამონახვა გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ ვითარებაში ბრალდება უნდა მოხსნილიყო საერთოდ და ეს საქმეები უნდა დახურულიყო, იმისთვის, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს, მათი ფიზიკური თავისუფლება ჩაითვლება ოპოზიციის მხრიდან ამ პუნქტის შესრულებად. წავიწევთ წინ და უნდა შესრულდეს მერე დანარჩენი პუნქტები და უნდა დასრულდეს ვადამდელი არჩევნებით.

ის, რომ ისინი თავისუფლები არიან კარგია, როგორი სამარცხვინოც არ უნდა იყოს ტექნიკური კონტექსტი და როგორი სამარცხვინოც არ უნდა იყოს, რომ აქამდე ისხდნენ და როგორი სამარცხვინოც არ უნდა იყოს პროკურატურის განცხადებები ახლა, მაინც კარგი ნაბიჯია, გააგრძელონ, გიორგი რურუა გაათავისუფლონ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებამდე როგორ უნდა მივიდეთ, ანუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, და როგორ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები - ჩვენ ამაში ყოველთვის მივყვებით მათ. უფრო ზუსტი, რომ ვიყო ჩვენ გვაქვს კომპრომისული წინადადებები დასმული და მათგან ადეკვატური რეაქცია არ მიგვიღია არც მოლაპარაკებების რაუნდზე”, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42