"კარტოგრაფების გათავისუფლება ცვლის ყველაფერს... ნდობის აღდგენისკენ ეს არის დიდი და კარგი ნაბიჯი" - ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 20:13, 28 Jan, 2021     1003

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია.

ელისაშვილის თქმით, მოლაპრაკების მაგიდასთან დასახელებული იყო ხუთი გვარი, მათგან ოთხი გათავისუფლდა, პოლიტპატიმრად რჩება გიორგი რურუა და სწორედ ამიტომ, ელისაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად იბრძოლონ.

ელისაშვილი თვლის, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება "დიდი და კარგი ნაბიჯია" ნდობის აღდგენისკენ.

"მთელი დღეა ვუსმენ, ვისაც არ ეზარება ყველა იბრალებს თითქოს მათ გაუთავისუფლებიათ, ეს არის მოლაპარაკების შედეგი. ერთმნიშვნელოვნად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თავიდან, როდესაც მოლაპარაკება იყო, ხუთი გვარი იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხუთიდან ოთხი არის გათავისუფლებული და გათავისუფლებულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

მე არ მითქვამს რომ ჩვენი დამსახურებაა, მე ვთქვი, რომ ეს არის მოლაპარაკების შედეგი. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ დანარჩენი ოპოზიცია გაბუტულია დგას ქუჩაში და იქიდან იქნევს მუშტებს და მოლაპარაკების მაგიდასთან დავრჩით ჩვენი პარტია. კარგად გაიხსენებთ, ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები გაათავისუფლეს... თუ ვინმეს უნდა, რომ მეხუთე გვარი, რომელიც დარჩა საპატიმროში იმ პოლიტპატიმართა სიიდან ისიც გათავისუფლებული იყოს. ჩვენ კი ნუ გველაპარაკებიან ნიშნის მოგებით. არამედ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად ვიბრძოლოთ იმ ადამიანის გათავისუფლებისთვისაც.

დღევანდელი გათავისუფლება კარტოგრაფების რა თქმა უნდა ცვლის ყველაფერს. ჩვენ რას ვამბობდით - პარლამენტში შვეალთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება თქო. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს, რომ ვამბობდით არავითარ შემთხვევაში არ შევალთ, ხო. ნდობის აღდგენისკენ ეს არის დიდი და კარგი ნაბიჯი. ხვალ დილით პარლამენტში არ შევდივართ იმიტომ, რომ საარჩევნო საკითხები არ არის გადაწყვეტილი", - ამბობს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42