"წამიყვანონ უკან, ჩავჯდები... არ მინდა ვინმემ ვაჭრობის საგნად გამომიყენოს და პარლამენტში შევიდეს" - ივერი მელაშვილი ოპოზიციას ბოიკოტის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 19:45, 28 Jan, 2021     2095

"მელაშვილი გაათავისუფლეს და ამის გამო პარლამენტში შევალ... ნურას უკაცრავად... ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება..." - კარტოგრაფი ივერი მელაშვილი, საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ არ სურს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგანი გახდეს და არ მიესალმება მისი გათავისუფლების გამო რომელიმე პარტიის მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტზე ხელის აღებას.

მელაშვილი მის მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და თხოვს მათ, შეასრულონ დადებული პირობა.

კარტოგრაფის თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგნად ქცევას ურჩევნია კვლავ საპატიმროში დაბრუნდეს.


"ეს არის ხალხის ერთობლივი გადაწყვეტილება. თითოეული პარტია ვალდებულია, რომ ეს პირობა დაიცვას. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცამ დამსახურება მიიწეროს, რომ, აი, მე რაკი დავაყენე საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, ეს არასწორია. არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე.

ვთხოვდი, გინდა ელისაშვილს, ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს მოლაპარაკება. ასე მიაღწევთ წარმატებას, თუ მიაღწევთ და ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ამას ვერ ასრულებთ, თავი დაანებეთ იმას, რომ, აი, მელაშვილი გამოუშვეს და ამის გამო პარლამენტში შევალ, ნურას უკაცრავად.

წამიყვანონ უკან და ჩავჯდები. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმემ გამომიყენოს იმისთვის, რომ აი გამომიშვეს და პარლამენტში შევა", - ამბობს მელაშვილი "დღის სტუმარში".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42