სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილია და არანაირი საზიანო შეთანხმება არ გაუფორმებიათ.
"აბსურდულია, ისევე, აბსურდულია როგორც თვითონ ბრალეულობა, რომ ვიღაც ცდილობდა ფართობების გადაცემას, ან რაღაცა. ეს არის ცალსახად რაც შეიძლება ვთქვა, არარსებულია, არარსებული მაგისთანა, იმიტომ, რომ საფუძველი არაა. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, არავითარი საზოანო შეთანმხება არ მომხდარა, ეს არის, ზუსტად ის შეთანხმდა რაც იყო საჭირო და მეორე მხარეც უყურებს ამას.
ბოლომდე მე არ მომისმენია ის, რაზედაც არის საუბარი ჩემსა და მალხაზს შორის, მაგრამ მე მინდა ის გითხრათ, რომ ეს არის სამუშაო საუბარი, იქ გოგო მანჯგალაძეზეც რომ არის ლაპარაკი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრის დროს, როგროც ადრე და მომავალშიც ასე იქნება, უამრავი საკითხის განხილვა ხდება, ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი, ასე არა, ასე ჯობია და ასე შემდეგ, ზოგჯერ კიდევ კიბატონო, თუ ხედავ, რომ ნათელია. ეს რიგითი შეხვედრა იყო, რაც არ იცოდა კაცმა იმაში დარწმუნდა. შედეგი არის ის, რაც არის შედეგი, რაზეც ხელი მოეწერა. ქვეყნის საწინააღმდეგო არავითარი საწინააღმდგეო არ არის, ერთი იოტის ოდენა გადახრაც არ არის", -განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






