სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა და არანაირი საზიანო შეთანხმება არ გაუფორმებიათ.
რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელიც გამოქვეყნდა კარტოგრაფი აცხადებს, რომ ასახულია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და მის გამო ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება.
თუმცა, ამ ანაწერებზე პროკურატურა ამტკიცებს, რომ "აღიარებითი ჩვენება" მოიპოვეს.
"არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომიდან, არც ქვემდგომიდან. ეს ჩვეუალებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს, ასევე იყო ნატალიაც და ასევე იყო ის კომისიის წევრები, ვინც მონაწილეობდნენ განხილვაში. დანარჩენი, ყველა ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც მოუვიდა თავში, ამ გადაბრუნებული აზრის პატრონებს, კიბატონო, საერთოდ არ იყო დაჭერა აუცილებელი, აუცილებელი კი არა ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოა, შესაბამისად უსაფუძვლო იყო ის, რომ ციხეში გვამყოფეს", - განაცხადა მელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






