ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლოს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
ილიჩოვა აცხადებს, რომ თავიდანვე არ უნდა დაეპატიმრებინათ.
"ყველაფერი კარგად არის, ჩვენ თავიდანვე არ უნდა დავეპატიმრებინეთ, ალბათ ეს რაღაც შეცდომა იყო" – ამბობს ნატალია ილიჩოვა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე , აცხადებს, რომ სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო.
თუმცა, მისივე თქმით, იმ პირობებში რომ საქართველოში სასამართლო სწორად იშვიათად იქცევა, გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც დასაფასებელია.
"ნატალიას შვილი ჰყავს საზღვარგარეთ, რომელიც ეხმარებოდა აქამდეც, მომავალშიც დაეხმარება, თანხა არ არის ახლა ცენტრალური საკითხი,ამ შემთხვევაში სასამართლო მოიქცა სწორად, როდესაც შეცვალა პატიმრობა გირაოთი, უფრო კარგად როგორ მოიქცეოდა სასამართლო ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, კარგი გადაწყვეტილება და ეს უნდა დავუფასოთ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სასამართლო იშვიათად იქცევა სწორად" – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






