"არ გამოვრიცხავ, რომ თუ დღეს სასამართლო ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილს გაათავისუფლებს, ამით ბიძინა ივანიშვილი ცდილობდეს ილუზიის შექმნას, თითქოს მან პოზიციები შეარბილა" - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა პროკურატურის მხრიდან კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნას.
"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ეს ადამიანები გაათავისუფლონ. მით უმეტეს, რომ
პროკურატურის მხრიდან უკვე დადგა ეს სალითხი დღის წესრიგში.
ამ ადამიანების დაკავებას არანაირი საერთო არ აჰქონდა მართლმსაჯულებასთან. შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას - მათ გათავისუფლებას, ან პატიმრობაში დატოვებას, არ ექნება კავშირი მართლმსაჯულებასთან. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ივანიშვილის დავალებით იღებს მოსამართლე.
ახლა ივანიშვილს სავარაუდოდ სჭირდება იმ ილუზიის შექმნა, თითქოს შეარბილა პოზიცია, წამოვიდა დათმობაზე, რათა ვინმემ ეს შემდგომ თუნდაც პარლამენტში შესასვლელად გამოიყენოს" - განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






