ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძეს სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 5 თებერვალს გამოუტანს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით,
დე-ფაქტო უზენაეს სასამართლოში გასულ წელს, სხვულოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული მამაკაცის საქმის განხილვა დღეს გაიმართა.
სხდომაზე ისევ მოწმეეები დაკითხეს და ბრალდების და დაცვის მხარის არგუმენტები მოისმინეს. დე ფაქტო სასამართლოს მოსამართლემ შემდეგი სხდომა 5 თებერვლისთვის დანიშნა. ეს ინფორმაცია ოსურმა მხარემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხელი დაზით მიაწოდა. გახელაძეს მძიმე ბრალი აქვს წარდგენილი, მას ე.წ. მესაზღვრეებზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავებიან, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოგინილი ბრალდება შესაძლოა რუსი ჯარისკაცის ჩვენებამ შეამსუბუქოს, რომელმაც პროცესის დროს თქვა, რომ გახელაძეს მათთვის დამიზნებით არ უსვრია და ჰაერში ისროლა.
მასალის გამოყენების პირობები






