ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას პასუხობს.
ბოკერია ამბობს, რომ „ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს”.
მდინარაძის განცხადებით მსგავსი განცხადებები საკუთარი ქვეყნის მიმართ ომის გამოცხადებაა.
"3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს საზოგადოებას და თან ვალდებულებას აკისრებს, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა"- თქვა მმართვალი პარტიის ლიდერმა ოპოზიციონერის საპასუხოდ.
მდინარაძე ამბობს, რომ "გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს".
„მგონია, რომ იმ პირობებში, როდესაც ომია ვირუსის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, ამ დროს ასეთი განცხადებები საკუთარი ქვეყნის მიმართ ომის გამოცხადებაა და ეს არის დამაზიანებელი, თუმცა მათ დიდი არაფრის თავი აქვთ. რეალურაც მათ აქვთ საშუალება, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს და მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტარიზმის სასარგებლოდ. შემოვიდნენ პარლამენტში - თუმცა ბოკერია ისედაც ვერ შემოდის, ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს. არ გამოუვა, ამის გრანტიას ვაძლევ ყველას და პირადად მას, მაგრამ ვისაც მისი ბულინგის დაქვემდებარება ესირცხვილებათ, შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ- რეალობას ნუ მოწყდებიან, მოვიდნენ პარლამენტში და გააკეთონ საქმე.
ადამიანმა, რომელმაც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება ვალდებულება დააკისროს ვიღაცას ან რევოლუციაში მონაწილეობის, ძალადობის ან სიცრუის ტირაჟირების. არ შეიძლება ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე",- განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






