პარლამენტი უკვე მეორე დღეა, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. გუშინ "ოცნებამ" სადეპუტატო უფლებამოსილება ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და ენმ-ს წევრს ლევან ხაბეიშვილს გაუუქმეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი 2 თებერვალს ჩანიშნულ სესიაზე მიიღებს.
თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას უმრავლესობაში ხმათა უპირატესობით მიიღებენ, თუმცა, გაითვალისწინებენ ოპოზიციონერი დეპუტატების ნება-სურვილსაც:
"თუკი მათ სურთ, არჩევანი გააკეთონ საბოტაჟის სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში ისინი ირჩევნ გზას საბოტაჟის მიმართულებით და ჩვენ გვესმის ბოლო დროს რევოლუციური სცენარის მიმართულებით, ეს არის მათი არჩევანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ექნება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. საკითხი დგას მარტივად, გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული მათ განცხადებებზე, მათ საბოლოო პოზიციაზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






