როგორც "ნიუპოსტს" უყვებიან, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, გათამამაბულმა ვახტანგ გომელაურმა პოზიციების გაძლიერება დაიწყო.
გუშინ სამხარეო პოლიციის უფროსების დიდი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილი კი სხვადასხვა რეგიონებში გადაანაწილეს.
შსს-ში ინფორმირებულები არიან, რომ მინისტრისაკადრო ცვლილებებს იწყებს: ზოგიერთი როტაციას დაექვემდებარება, ბევრს კი პენსიაზე გაუშვებენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გომელაური პირველ რიგში კახაბერ საბანაძის გავლენების შესუსტებას დაიწყენბს, რადგან შს მინისტრის მოადგილე პირდაპირ გახარიას კადრია.
გომელაური პირველი მოადგილის მოშორებას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა აქამდე საბანაძის დაცვას გახარია სულ ახერხებდა.
გომელაურს ურთიერთობა დაეძაბა ვლადიმერ ბორცვაძესთანაც, შს მინისტრის მოადგილეს სავარაუდოდ ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე გაამწესებენ.
აქვე გეტყვით, რომ როტაცია უკვე შეეხო გურიის, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორებს.
გურიის პოლიციის უფროსი კახაბერ მურადაშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად უკვე დაინიშნა. მის ადგილს კი ლევან ხარაბაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო.
კახეთის პოლიციის უფროსი, ზურაბ ბერიკაშვილის კანდიდატურას რაც შეეხება, ის სავარაუდოდ თბილისში ცენტრალური ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად დაინიშნება.
ცვლილებების მოლოდინში არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტში - პოლიციის უფროსს კოტე ანანიაშვილს, რომელიც საბანაძის ნათესავია, პოსტს უახლოეს პერიოდში დაატოვებინებენ.
მმართველი პარტიის მიერ "დანერგილ მავნე ტრადიციას" უწოდებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირკიტაძე რეგიონებში პოლიციის უფროსების გათავისუფლებას.როგორც კირკიტაძე აღნიშნავს, ყოველთვის, როცა პრემიერსა და კონკრეტული უწყების მინისტრს შორის დაპირისპირებაა, ეს უკანასკნელი ცდილობს პრემიერის კადრების მოშორებას.
"გომელაური იშორებს საბანაძის კადრებს, მის ახლო ნათესავებს თანამდებობებიდან ხსნის. ნაწილი მათგანი გადადის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გახარიას მფარველობის ქვეშ, ნაწილი კი ქვეითდება.
ესაა ის მავნე ტრადიცია, რასაც "ქართულმა ოცნებამ" გასაქანი მისცა, როდესაც თანამდებობებზე ახლობლობით დაიწყო ადამიანების დანიშვნა.
შემდგომ, ყველა ასეთ შემთხვევაში, როცა ხელმძღვანელი იცვლება ან პრემიერსა და კონკრეტულ მინისტრს შორის დაპირიაპირება ხდება, მის კადრებს თავიდან იშორებენ ."- აცხადებს კირკიტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






