ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა "დღის სტუმარში" თბილისის მერიის კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე თბილისის მერის კახი კალაძის კუთვნილი ტოტალიზატორის იურისტი იყო:
"ადამიანი, რომელსაც თბილისელების ქონება ჩააბარეს, ახალგაზრდა კაცი, მოგვიკითხავს, სად მუშაობდა ეს ბიჭი? დღეს თბილისელების ქონების მართვის სააგენტოს ხელძღვანელი ახალგაზრდა ადამიანი, კახი კალაძის ტოტალიზატორში იყო იურისტი, დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი არის კალაძის პირადი ხელის ბიჭი და თბილისელების ქონება აბარია მას...
კალაძესთან ნათელ–მირონობით დაახლოებულ პირს 16 მილიონის ღირებულების ქონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მისცეს, ბექა ოდიშარიას კი 5 მილიონის ღირებულების ქონება, 200 000 ლარის სანაცვლოდ მისცეს" - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






