მარნეულის სოფელში აღმართული ჯვარი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა - ვის ინტერესებზე საუბრობენ ადგილობრივები
პოლიტიკა - 15:18, 27 Jan, 2021     1129

მარნეულის სოფელ კუშჩუსთან, გაგის ციხეზე მარნეულისა და კუმურდოს ეპარქიის მიერ აღმართული ჯვარი დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს. ადგილზე შეკრებილი არიან სოფლის მოსახელობის ქრისტიანული ნაწილი და მეუფე გიორგი ჯამდელიანის მისვლას ელოდებიან. ისინი ახალი ჯვრის აღმართვას გეგმავენ და მომხდარს პროვოკაციად აფასებენ:

"ჩვენი სოფლიდან არავინ ჩაიდენდა ამას, ჩვენი სიმბოლოცაა ეს დროშა, ჩვენი სამშობლოა და ეს ყველაფერი გარედან სიტუაციის დაძაბვის მცდელობას ჰგავს - ეს დროშა და ჯვარი წლებია, აქ არის და რატომ ახლა გაქრა მაინცდამაინც?", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი მუსლიმთა თემის უმაღლესმა წარმომადგენელმაც გააკეთა:

"ჩვენ რელიგიურ ნიშნებსა და სიმბოლიკებს პატივს ვცემთ, ასეც უნდა იყოს. ჯვარიც, დროშაც პატივსაცემი სიმბოლიკებია. ვინმე ჯვარის მიმართ ასე თუ იქცევა, ეს დასაგმობია და ვგმობთ კიდეც. თუმცა ჯვარიც და სხვა მსგავსი სიმბოლიკები თავის ადგილზე ლამაზია. ეს სოფელი აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებია და აქ ამ ჯვრის აღმართვა არასწორი იყო .

ახლა კი ასეთი საეჭვო პროვოკაციული ამბავი მოხდა. როცა მარნეულის ბიუჯეტიდან ეკლესიის დაიფნანსება გავაპროტესტეთ, მაშინ ნარიმანოვის თემით დაძაბეს სიტუაცია. ახლა კი მარნეულის სოფლებში მიწების ამბებზე ადგილობრივი ეპარქიის მღვდლებსა და გლეხებს შორის დაპირისპირებას ამ ჯვრის აღების ფაქტი დაემთხვა.

გონივრული ეჭვი ჩნდება რომ ამას სპეციალურად აკეთებენ რომ ხახლხის გრძნობებით ითამაშონ და ვითარება დაძაბონ. მეუფე გიორგი ჯამდელიანი სულ ძაბავს ურთიერთობას აქ ამ რეგიონში. ეს ჩვენი ქვეყანაა და სიმშვიდე გვინდა და არა ვითარების დაძაბვა. ჩვენ აქ სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით უნდა ვიცხოვროთ", - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხმა მირთაგ ასადოვმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42