გამოყენებულ უნდა იქნას ყველა პლატფორმა, რათა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით მსოახლეობის კითხვებს არგუმენტირებული პასუხები გაეცეს და საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აცრა პანდემიის დაძლევის ერთერთი საუკეთესო გზა არის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ განაცხადა.
კახაძემ ამ კუთხით განსაკუთრებით დეპუტატებისა და მედიის როლზე გაამახვილა ყურადღება.
კახაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა ვაქცინაცია და 70 მილიონს გადაცდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აცრა ჩაიტარა.
"მე მინდა, ჩვენი კეთილგონიერი მოსახლეობის საყურადღებოდ ვთქვა, იქ ყველაფერი აღნიშნულია - მისი დადებითი მხარეები, მოსალოდნელი შედეგები, პერსპექტივა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ერთერთ გამოკითხვას გავეცანი და ანტივაქსერები ანუ აცრის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ყველასთან მაქვს თხოვნა, ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ იმ ადამიანების (ანტივაქსერების) კითხვებზე საპასუხოდ. ყველა პლატფორმა ჩვენი პარლამენტის დეპუტატის თითოეულ პლატფორმაში, ჩვენი მასმედიას ხომ განსაკუთრებით, საღად, არგუმენტირებულად ადამიანებს გონივრული ნაბიჯებისკენ მოვუწოდოთ. იმიტომ, რომ აცრა ის ძლიერი დაცვის მექანიზმია, რომელიც ამ პანდემიიდან გამოსვლის ერთერთი საუკეთესო გზა არის", - აცხადებს კახაძე.
მისივე თქმით, ანტივაქსერებს არა მარტო გაუთვითცნობიერებლად ეშინიათ აცრის, არამედ შეიძლება, ვიღაცამ რაღაც უთხრას არასწორად, ანდაც ვიღაცამ ვაქცინაციაზე ადამიანებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას პოლიტიკური სარჩული დაუდოს.
მასალის გამოყენების პირობები






