"დემოკრატიის მოღალატე ოპოზიციონერები"- ნინო წილოსანის ეპითეტი ოპონენტების მისამართით
პოლიტიკა - 11:47, 27 Jan, 2021     811
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას ოპონენტებს "დემოკრატიის მოღალატეებს" უწოდებს.

"შესაძლოა, თითოეული ინდივიდუალური დეპუტატი სხვადასხვანაირად უდგებოდეს ამ საკითხს და ზოგი ჩვენგანი თვლიდეს, რომ დემოკრატიის მოღალატე ოპოზიციონერი დეპუტატები არ უნდა იმსახურებდნენ პარლამენტში ყოფნას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნება მიღებული"- ამბობს ერთპარტიული პარლამენტის წევრი და იქვე დასძენს, რომ მოლაპარაკების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონსენსუსი მიღწეულიყო.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების გამართვა არ განიხილება, რადგან ეს ოპოზიციის არალეგიტიმური მთხოვნაა და შანტაჟის პრინციპიდან გამომდინარეობს.

„ასევე ნიშანდობლივია, რომ რადიკალი ოპოზიციონერები ჩვენი მხრიდან კატეგორიულად მოითხოვენ იმას, რომ დროულად გაუქმდეს მათი მანდატები და ამ პერიოდს, რომელსაც მოლაპარაკებების გასამართად ვიყენებთ, შემცირდეს, ეს მათ ინტერესშია. თუმცა, ჩვენი მხრიდან ის მაქსიმალური ვადა გამოვიყენეთ მათ მანდატებზე უარის თქმის განხილვის, რაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ამ პერიოდში ვმუშაობთ ნაყოფიერად იმისათვის, რომ რიგ ოპოზიციონერებთან კონსენსუსი იყოს მიღწეული",- განაცხადა წილოსანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42