როგორც პარტიის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, მმართბელი პარტია ცდილობს პროცესები გაწელოს, თუმცა ამის საპირწონედ, მოლაპარაკებების მაგიდასთან არანაირი ახალი წინადადება არ ჩნდება.
"ერთიანი ოპოზიციის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებით, ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვიწოდეთ ახალი წინადადებით დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ქართველი ხალხის ნების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესრულდეს.
რაც შეეხება მანდატების შეწყვეტის პროცესს, ეს ამ დრომდეც უნდა გაეკეთებინათ. მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ან შეწყვიტონ უფლებამოსილებები, ან ხალხს ჰკითხონ სურთ თუ არა მათ ახალი არჩევნების ჩატარება.
თუ პროცესები მანდატების შეწყვეტით დასრულდა, პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს და შევეცდებით აქედან მოვახდინოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა. "- აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






