პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.
ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე.
„თავი მოეყრება მთელ იმ ინფორმაციას, გარემოებებს, ფაქტებს, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და ამის რელევანტურად მიიღება გადაწყვეტილება. წინასწარ ამაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ბოლო მომენტამდე მისულიყო და ყველას ჰქონოდა საკუთარი ნების გამოხატვის თავისუფლება. ეს მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე, იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გავლენას იქონიებს ამ პროცესზე და სამწუხაროა, რომ ასეთი რეალობა შეიქმნა ოპოზიციის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც გვაქვს განსახილველად,"- განაცხადა სარჯველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






