"ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დამტკიცება შეუძლებელია" - "ქართული ოცნების" დეპუტატი დახმარებას ითხოვს
პოლიტიკა - 22:11, 26 Jan, 2021     1700

ქვეყანაში ჩამოშლილია სასამართლო სისტემა და დემოკრატია, ფაქტობრივად, განადგურებულია, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, რომელიც "ქართული ოცნების" წევრია და აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დამტკიცება შეუძლებელია.

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, ოთარ მარშანია, დახმარებას და სამართლის აღდგენას ითხოვს - საქმე ეხება 4 500 კვადრატულ მეტრს, სადაც 5 შენობა-ნაგებობა დგას. უძრავი ქონება ოთარ მარშავამ 2017 წელს 800 000 $-ად ლეილა ხუნჯუასგან შეიძინა. საბუთები საჯარო რეესტრში და ნოტარიუსთან გაფორმდა. ქონების შეძენიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ კი ხუნჯუამ "ოცნების" დეპუტატს მოსთხოვა, ქონება დაებრუნებინა, იმ მოტივით, რომ ამ მიწის ნაკვეთით კონკრეტული მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული.

ვისზეა საუბარი, ოთარ მარშავას თქმითვე, მისთვის უცნობია.

ლეილა ხუნჯუამ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს ახალციხის რაიონულ სასამართლოში უჩივლა - სასამართლომ კი სამოქალაქო დავაში ოთარ მარშავა გაამართლა და დადგინდა, რომ დოკუმენტაცია წესრიგშია და თანხა სრულად გადახდილია.

აღსანიშნავია, რომ საქმე დეპუტატის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომაც განიხილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ქონებას ყადაღა მაინც ადევს, რადგან პარალელურად ლეილა ხუნჯუამ პროკურატურს მიმართა და ამტკიცებს, რომ მარშავამ მას საბუთებზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.

საქმის პროკურორი, გუჯა ტაბუცაძე, აცხადებს , რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-თი და ოთარ მარშავას ბრალდება, რომ საქმე თაროზეა შემოდებული და კონკრეტული მაღალჩინოსნები არიან ჩარეულები, უარყოფს.

პროკურორი არ გამორიცხავს იმასაც, რომ დეპუტატზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს - მარშავა კი ამ დრომდე საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს.

ოთარ მარშავას მიწის ნაკვეთზე ბიზნესი უნდა წამოეწყო, აპირებდა, რომ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა გაეხსნა, ინვესტორიც უკვე მოძებნილი ჰყავდა, თუმცა ყადაღამ გეგმები ჩაუშალა. თუმცა, ყადაღის მიუხედავად კი ოთარ მარშავა მიწის ნაკვეთის ფულს სახელმწიფოს ყოველწლიურად მაინც უხდის.

ადვოკატის მტკიცებით, საქმე სპეციალურად ჭიანურება და ამაში მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება - სიმართლის დამტკიცება კი უფრო და უფრო რთულდება.

ზუგდიდის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა სარჩელი სტრასბურგშიც შეიტანა. საქმე კი წარმოებაში მიიღო და ახლა ქართული მხარისგან ელოდება დოკუმენტების გადაცემას.

ამ თემაზე ლეილა ხუნჯუა კომენტარს არ აკეთებს და დუმილის უფლებას იყენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42