ოპოზიციის საერთო განცხადებას "ოცნება" ეხმიანება და არარელევანტურს უწობს. მათი თქმით, ოპონენტების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არის აბსურდული.
"ჩვენ ყველა პირობა, გარდა იმ აბსურდული პირობისა, რასაც ქვია ვადამდელი არჩევნები იმიტომ, რომ ამას არავინ არ ეთანხმება გარდა რამდენიმე პოლიტიკოსისა ოპოზიციაში, არის დადებული უკვე მაგიდაზე... მიზეზებს ეძებენ, რომ რაღაცნაირად გაამართლონ თავიანთი პოზიცია მაგრამ დარწმუნებული ვარ არ გამოუვათ", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო განცხადება დღეს გაავრცელა. დოკუმენტში ხელისუფლებას ოპონენტები კიდევ ერთხელ ახსენებენ თავიანთ მოთხოვნებს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






