საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელთაც მანდატებზე აქვთ ნათქვამი უარი, რათა სურათი ყოფილიყო მკაფიო და ცხადი - ბოკერია ოპოზიციის საერთო განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:06, 26 Jan, 2021     938

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ოპოზიციის საერთო განცხადებას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ბოლო დროის განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა აქტიურად ცდილობდა იმის წარმოჩენას, რომ ოპოზიციურ სპექტრში რაიმე შეიცვალა არსებითად.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ განცხადების ავტორები არიან პოლიტიკური ძალები, ვინც მანიპულირებული შედეგებით გადალახეს საარჩევნო ბარიერი და უარი თქვეს მათ მანდატებზე, ხოლო ეს განცხადება საჭირო გახდა იმისათის, რომ სურათი უფრო მკაფიო და ცხადი გამხდარიყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არიან ამ განცხადების ავტორების სიაში გირჩი და მოქალაქეები, ბოკერიამ აღნიშნა, რომ ისინი ფიზიკურად ვერ იქნებოდნენ ამ განცხადების ავტორები, რადგან მათ არ უთქვამთ უარი მათ სადეპუტატო მანდატებზე.

„ამ განცხადების შინაარსი და გზავნილი მარტივია, რომ ამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბევრ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და რაღაც მეტ-ნაკლებად წარმატებული პროპაგანდა იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან განსაკუთრებით, რომ რაიმე შეიცვალა არსებითად, აირია, რაღაცა დიდი განხეთქილებაა ოპოზიციის რიგებში, ამ სპექტრში და ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ ქვეყანაში უდიდესი ნაწილის პოზიცია არის ძალიან მყარი, ამ შემთხვევაში კი ფომალურად, ამ მანიპულირებული ციფრებითაც კი ვინც გადალახა ბარიერი და რომელთა მიმართაც ასეთი მოლოდინის შექმნის მცდლობა იყო, რომ ეხლა მოგიხსნით მანდატებს ან არ მოგიხსნით და მედიაში იქმნებოდა არარეალისტური სურათი, ამის მცდელობა იყო ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის მხრდიან და ამიტომ, საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელთაც მანდატებზე აქვთ ნათქვამი უარი, რომელთა დაკავშირებითაც ამდენი სპეკულაცია იყო, ამრიგად ეს განცხადება უფრო მკაფიოს და ცხადს ხდის ამ სურათს.

რაც შეეხება გირჩსა და ელისაშილს, მათ არც დაუწერიათ განხადება მანდატების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, ვერც იქნებიან ისინი ამ განცხადების ნაწილი ფიზიკურად, რადგან ეს არის მათი განცხადება, ვინც ამ მანდატების შეჩერებაზე შეიტანა განცხადება და რომელთა მიმართებაშიც გრძელდება ეს სპეკულაციები.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42