თავისუფლების ინსტიტუტი მუშაობს სარჩელზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. ორგანიზაციის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ეს იქნება კოლექტიური სარჩელი - საქართველოს ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მოსახლეობა დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.
"საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის არაკანონიერი, ზღუდავს როგორც მეწარმეობის თავისუფლებას, ასევე, საკუთრების უფლებას და შესაბამისად, ამას გავაპროტესტებთ. სხვა ადგილი არც დაგვრჩენია, პარლამენტმა უარი თქვა ნებისმიერი სახით ამ ამბებში ჩარევაზე და მთელი უფლებები მთავრობას გადასცა. ჩვენ ერთადერთი, სადაც შეგვიძლია, რომ საკუთარი თავი დავიცვათ, არის საკონსტიტუციო სასამართლო და ამას გავაკეთებთ", -აცხადებს იურისტი.
თავისუფლების ინსტიტუტი ამ წუთებში აქციის მონაწილეების ხელმოწერებს აგროვებს. მათი განცხადებით, ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, რომ სარჩელს შეუერთდეს.
მასალის გამოყენების პირობები






