ბიზნესასოციაციებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა დასრულდა. გაირკვა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს და 1 თებერვლიდან სათხილამურო კურორტები არ ამუშავდება.
მიზეზად ვიცეპრემიერი ამბობს, რომ რადგან იქ ბევრი ხალხი ჩადის და ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.
"სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სათხილამურო კურორტები არ ფუნქციონირებენ. სამწუხაროდ, ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ძალიან მაღალი რისკებიდან გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენას პირველი თებერვლიდან ვერ ვახერხებთ"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






