ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში 105 ხმით 20-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ანგარიშში საუბარიასაქართველოს დავა რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც შესულია 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იავრამდე რუსეთში საქართველოს მოქალაქეების დევნისა და დეპირტაციის საკითხიც.
ასევე, ანგარიში მოიცავს 1 500-მდე ადამიანის მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუკმაყოფილოს თითო პირზე კი ათი ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკისრება. აქვე, კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, რომ დაუყონებლივ დაიწყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან დეტალური კონსულტაციები, რომელიც ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პროცენტებით კომპენსაციის გადახდის პირობებს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






