ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებაში ერთსულოვანია. ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ხელისუფლებას მოუწოდებს მანდატების შეჩერების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.
"ჩვენი მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ ყოფილა იმპულსური, ეს იმის შედეგია რომ არჩევნები გაყალბდა, ხალხი ელოდება ხელისუფლების ცვლილებას" – ამბობს ენმ–ს წევრი ზურაბ მელიქიშვილი
გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ოპოზივიას მანდატი დროულად უნდა შეუწყვიტოს:
"მნიშნველოვანია ეს მოხდეს და ერთპარტიულ პარლამენტს დაესვას ბეჭედი, რომ ეს არის კომუნისტური პარლამენტი, ამის შემდეგ პროცესი დაიწყება და მეტი წნეხი გაჩნდება ოცნებაზე" – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი
ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ყველა შესაძლებლობას მისცემენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ.
"ყველა შესაძლებლობას მივცემთ საპარლამენტო ოპოზიციას ბოლომდე იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა, ჩვენი სურვილი და მოლოდინი არის ის რომ ოპოზიციის უმრავლესობა ორ თებერვლამდე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქმიანობა" – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა გურამ მაჭავარიანმა,
მასალის გამოყენების პირობები






