"როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს.
ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა", - თქვა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის სხავადსხვა სფეროს წარმომაგენლები, მთავრობის ადმინისტრაცაისთან შეიკრიბებიან და ხელისუფლების საბოლოო პასუხს დაელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები 1 თებერვლიდან არ გაუქმდება აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობის პიკეტირებას აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






