“თუ არ გავთხოვდები, შვილს აღარ გავაჩენ…” – როგორ ზრდის შვილს თიკა ჯამბურია
საზოგადოება - 11:59, 26 Jan, 2021     1447
მომღერალი თიკა ჯამბურია ოცი წლის იყო, როდესაც შვილი შეეძინა და ძალიან მალე, მეუღლეს ბექა ხოფერიას ოფიციალურად დაშორდა.ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ დეპრესია შვილისთვის არასოდეს დაუნახებია.ოჯახის წევრები და ბექას დედა კი ნინას გაზრდაში ყოველთვის ეხმარებოდნენ… – ამის შესახებ mshoblebi. ge წერს. „20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში ნინა დაიბადა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი – 40 წლის ასაკშიც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი და ვუფრთხილდებოდი.ძალიან მინდოდა, გოგონა გამეჩინა. ჩემს წარმოდგენაში მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ გოგო შვილი მყავდა. გამიხარდა, რომ დაემთხვა და გაჩნდა ნინა. ხომ გეუბნებით, თითქოს ვიცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო”,- განაცხადა ჯამბურიამ.კითხვაზე, რთული იყო თუ არა მარტოხელა დედობა, ჯამბურია პასუხობს:“არ მომწონს ეგ სტატუსი – მარტოხელა დედა, ამას ჩემ თავს ვერ ვუწოდებ, ამის უფლება არ მაქვს, რადგან ბევრი ადამიანი მყავდა გვერდით. არიან ქალები, რომლებიც მართლა მარტო ზრდიან შვილებს და გვერდით არავინ ჰყავთ, მაგრამ მე – არა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბექა ერთად აღარ ვცხოვრობდით, ბექას დედაც ძალიან გვეხმარებოდა. ბექა ახლა უფრო ასრულებს მამობრივ ფუნქციებს, რაც ნინა გაიზარდა. ახლა უფრო ხშირი ურთიერთობა აქვთ. მე სულ ვიღაც მყავდა გვერდით, დედა, ჩემი და, ხათუნა, მამა, ერთი წამი არ ვყოფილვარ მარტო.
იმ დედებს კი, რომლებიც მარტო დარჩნენ, ვეტყოდი, რომ არ უნდა მისცენ საკუთარ თავს დეპრესიის უფლება იმის გამო, რომ მარტო არიან ან გვერდით მეუღლე არ ჰყავთ. სამაგიეროდ, ჰყავთ შვილები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც სამყარომ აჩუქათ. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ბავშვებმა მათი მოწყენილი სახე არ დაინახონ, რადგან ეს ძალიან მოქმედებს მათზე”,- განაცხადა ჯამბურიამ.წყარო: mshoblebi. ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42