თიკა სვანიძე ვენკო - ერთ ემიგრანტ ქალბატონში თავმოყრილი საქართველოს გაცოცხლებული რამდენიმე ისტორია
საზოგადოება - 11:06, 26 Jan, 2021     2512
20 წელი ემიგრაციაში მყოფი ქალბატონის თიკა სვანიძე ვენკოს ამბავი მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს. ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და ეროვნულ საქმეებს უჩუმრად საქართველოს საზღვრებს მიღმა, ყოველგვარი გახმაურების გარეშე აკეთებს. არ იშურებს ენერგიას, დროს, საკუთარ ფინანსებს, რათა მსოფლიოს მასშტაბით მოახდინოს ყოველივე ქართულის პოპულარიზაცია, გვერდში დაუდგეს ქართულ დიასპორებს, უცხოეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებს შეუნარჩუნონ ეროვნული თვითმყოფადობა და კიდევ ვინ მოთვლის მსოფლიოში მიმობნეულ მის მიერ უანგაროდ დათესილ ქართულ სიკეთეს, რომლის მიზანიც და საბაბიც მხოლოდ ერთია და მას საქართველოს სიყვარული ჰქვია.


· ფონდი ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის’’,

· პირველი საერთაშორისო ქართული დიასპორული ონლაინსკოლა „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყანაში მცხოვრებ 150-მდე ემიგრანტ მოზარდს აერთიანებს,

· 21 წლიანი ისტორიის მატარებელი მაღალი დონის ტურისტულ სეგმენტზე ორიენტირებული ტურისტული კომპანია „Tika Tours Georgia”

· პანდემიის შედეგად შექმნილი არაპროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს მიუხედავად, 2020 წელს შექმნილი ღვინის კომპანია „Tika Svanidze Vancko Estate Winery”, რომლის პირველი პროდუქტი, „მეფის რჩეული“ სპეციალურად კომპანიისთვის და მეფე ერეკლე II -ის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეიქმნა...

და ეს ყველაფერი არაა, თიკა სვანიძე ვენკოს მიერ მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის გაკეთებული საქმიანობის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

თიკა სვანიძე ვენკოს სახელს უკავშირდება ფონდი ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის’’, რომელიც ქალბატონმა თიკამ ერთი წლის წინ დააფუძნა და ამ ერთი წლის განმავლობაში ალიანსმა უკვე მრავალი ეროვნული პროექტი განახორციელა.

ერთ-ერთი თვალსაჩინო და როგორც თავად თიკა სავნიძე ვენკო ამბობს, საამაყო და მნიშვნელოვანი, ფონდის ბაზაზე პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის „გკავეთილები საზღვრების გარეშეს“ შექმნაა. თიკა სვანიძე ვენკოს განცხადებით : „ფონდი, დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის მზადაა შექმნას საჭირო სერვისები უწყვეტი განათლების ციკლების განსახორციელებლად, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება და ასე დაეხმაროს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს სოციუმში ადაპტაციისა და შრომის ბაზრისთვის საჭირო კომპეტენციების შეძენაში.“

უპრცედენტოა ისიც, რომ ემიგრანტი მოზარდებისთვის კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ტარდება კალიგრაფიის ონლაინგაკვეთილები, რომელსაც კალიგრაფები ქალბატონი ლეილა ბაღბაია, დავით მაისურაძე, ნინი იკაშვილი და გიორგი გორგიაშვილი უძღვებიან, უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. ამ პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მასში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოზარდების ჩართულობა.

თიკა სვანიძე ვენკო ამჟამად ემიგრაციაში, ნიდერლანდების სამეფოში, მის ამერიკელ მეუღლესთან და სამ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ სამივე ვაჟს თიკა სვანიძე ვენკომ ქართული სახელი შეურჩია - გიორგი, ლევანი, თემური და სამივეს ქართული სულისკვეთებით, სამშობლოს სიყვარულით ზრდის. ნიდერლანდების სამეფოში მისი ინიციტივით შეიქმნა დიასპორული ორგანიზაცია „ ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი“ და მისი ხელშეწყობით დაარსდა პირველი ქართული მართმადიდებლური ჯვართამაღლების ეკლესია, რომელიც ემიგრაციაში მხცხოვრები ქართველებისთვის სულიერ შვებას წარმოადგენს.

თუმცა ეს ყველაფერი როდია, საქართველოს სიყვარული ღვინოშიც კი გააცოცხლა. ეს მისი ახალი წამოწყებაა და ამ პროექტზე გულგრილად ვერ საუბრობს. ,,ღვინოში გადმოცემული საქართველოს ისტორია ერთ-ერთი საშუალებაა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის. ღვინის წარმოების კულტურისა და საქართველოს ისტორიის შერწყმით, ჩვენ გავაცოცხლეთ ჩვენი სახელოვანი მეფის, მეფე ერეკლე მეორის ამბავი და მას მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ღვინის საშუალებით ძალიან ბევრ ადამიანს გავაცნობთ’’.

,,მეფის რჩეული’’ - ასე ჰქვია ექსკლუზიურ ღვინოს, რომელიც სპეციალურად ღვინის კომპანია „Tika Svanidze Vancko Estate Winery”-სთვის ერეკლე მეფის 300 წლის იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა და დიდი რუდუნებით შეირჩა საუკეთესო ბლენდი, რომელიც ლეგენდის თანახმად მეფის, ერეკლე მეორის რჩეულ ღვინოს წარმოადგენდა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ ღვინოს, რომელიც მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით 300 ცალი გაიყიდება, მეფე ერეკლე მეორის ხელრთვა ამშვენებს. თვითგამოხატვის ისეთი მნიშნელოვანი საშუალება, როგორიც ხელრთვაა, მეფისთვის ღვინის სასმისით, ყანწით „გადმოიხატა“. ღვინის ბოთლს თან საცნობარი ისტორიაც მოყვება, რომელიც დეტალურად გიამბობთ ამბავს ღვინის შექმნის, მისი ისტორიული ღირებულებისა და ფასეულობების შესახებ. ,,მეფის რჩეულს’’ ემიგრანტები მოუთმენლად ელოდებიან და მეფე ერეკლეს რჩეული ღვინის დაგემოვნების გარდა, ისინი მეფე ერკლეს ისტორიას საკუთარ შვილებსაც უამბობენ“ - აღტაცებით ყვება თიკა სვანიძე ვენკო მისი ღვინის კომპანიის, პირველი უნიკალური და ექსკლუზიური ღვინის ,,მეფის რჩეულის’’ შესახებ.

თიკა სვანიძე ვენკოს ოჯახის მეღვინეობის ისტორია 150 წელს ითვლის. საგვარეულო შატო, მარანი და ღვინის წარმოების ხაზი სვანიძეების ისტორიული მემკვიდრეობაა. წინაპრების საქმიანობა შთამომავლებმაც ღირსეულად გააგრძელეს.

ქალბატონი თიკა სვანიძე ვენკოს სახელი მრავალი წელია, რაც საერთაშორისო ტურისტულ წრეებში საქართველოს , როგორც უნიკალური ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას უკავშირდება.

ტურისტული კომპანია „TIKA Tours Georgia” 2001 წლიდან ოპერირებს ქართულ ტურისტურ ბაზარზე და ორიენტირებულია მაღალი დონის, ექსკლუზიურ შემომყვან ტურებზე. ტურისტული კომპანია საერთაშორისო მოგზაურებს სთავაზობს მაღალი კატეგორიის, პრემიალური ტიპის სერვისებს კულტურული ტურიზმის, აგროტურიზმის, საქმიანი ტურიზმის, რელიგიური ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით. თიკა სვანიძე ვენკოს და ტურისტული კომპანია „TIKA Tours Georgia” არაერთი VIP კატეგორიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა საქართველოს პოპულარიზაცია და უნიკალური ტურისტული დესტინაციის ქვეყნად წარმოჩენა მაღალმხარჯველიანი, VIP კატეგორიის ტურისტებისთვის. ამ კატეგორიის საერთაშორისო მოგზაურების პირველი ჯგუფები სწორედ ქალბატონი თიკას და მისი ტურისტული კომპანიის მეშვეობით შემოვიდა საქართველოში.

ტურისტული კომპანია “Tika Tours Georgia” პირველია ქართულ ბაზარზე, რომელმაც აზიის ქვეყნებიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, ბრუნეიდან, ინდონეზიიდან და მალაზიიდან ტურისტები ჩამოიყვანა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არა ერთმა ტურისტმა პირველად სწორედ ტურისტული კომპანია “Tika Tours Georgia” -ს მეშვეობით შეძლო დასწრებოდა კახეთში ღვინის წარმოების პროცესს საკუთარი ხელით დაეკრიფა და საწნახელში დაეწურა ყურძენი, ჩურჩხელა ამოევლო, თონეში პური დაეცხო და საქართველოს სიყვარულით სამუდამოდ გაჟღენთილიყო.

ეს ემიგრანტის, ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის’’ პრეზიდენტის, სამი შვილის დედის თიკა სვანიძე ვენკოს საქმიანობის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. სწორედ ასეთ პიროვნებებზე დგას ჩვენი სამშობლო, სწორედ მასავით სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანები ჰქმნიან ქვეყნის წარმატებულ მომავალს და ამიტომ, ჩვენი, როგორც რედაქციის ვალია, საზოგადოებას მათ შესახებ, რაც შეიძლება ხშირად მივაწოდოთ ინფორმაცია და მოვუთხროთ მათ კეთილ საქმეებზე. სიკეთე ხომ გადამდებია და სწორედ სიკეთე გადავარჩენს ჩვენც და მსოფლიოსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42