"ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რა ბრძოლაში ვართ და თუ ამ ბრძოლაში რომელიმე სამოქალაქო აქტივისტმა შეცდომა დაუშვა, მას რჩევა და რეკომენდაცია სჭირდება და არა დაგმობა" - მელია
პოლიტიკა - 16:09, 25 Jan, 2021     908

"ჩვენ, ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს და მოქალაქეებსაც, კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რა ბრძოლაში ვართ. თუ ამ ბრძოლაში რომელიმე სამოქალაქო აქტივისტმა შეცდომა დაუშვა, მას რჩევა და რეკომენდაცია სჭირდება და არა დაგმობა" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ახალგაზრდა აქტივისტის დაკავებას.

მელიას თქმით, როცა გამოსული ხარ გარეთ და ველზე იბრძვი, შესაძლოა, კონკრეტულმა ადამიანებმა შეცდომებიც დაუშვან.

"სამწუხაროა, როდესაც შვიდმაგი სტანდარტი არსებობს. ძალადობა არასდროს არის მისასალმებელი, ვინც არ უნდა იყოს ფიგურანტი. თუმცა, ჩვენ ასეთი უამრავი ფაქტი გვქონდა. იგივე, როდესაც იარაღით დარბიან, უბნებს არბევენ, კორცხელის შემთხვევა, ასევე მოძალადეები ბორჯომში.

ჩვენ, ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს და მოქალაქეებსაც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რა ბრძოლაში ვართ. ესაა უთანასწორო ბრძოლა დიდ ბოროტებასთან, ოლიგარქიულ მანქანასთან და თუ ამ ბრძოლაში რომელიმე სამოქალაქო აქტივისტმა დაუშვა შეცდომა, მას რჩევა და რეკომენდაცია სჭირდება და არა დაგმობა და მისი დასჯისკენ მოთხოვნების გაჟღერება. სწორედ ასეთმა მიდგომამ გაუხსნა ხელ-ფეხი ხელისუფლებას, ეს ახალგაზრდა დაეკავებინათ და ამ პოზიციას ვერავინ გადამათქმევინებს.

რას ვეუბნებით უამრავ გულანთებულ ახალგაზრდას?! სახლიდან გამოუსვლელად კომენტარებისა და შეფასებების კეთება ადვილია, მაგრამ რთულია იყო ველზე მებრძოლი, სადაც, შესაძლოა, შეცდომაც დაუშვა.

თუ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში არც ავტოკრატიაა და არც დიქტატურასთან ვართ ახლოს, კი ბატონო, მარტივია მორალური პოლიციელის როლის მორგება" - აღნიშნა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42