საპარლამენტო რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის - ამიერიდან იმ ოპოზიციონერ პარლამენტარებს, რომლებსაც ფრაქციის შექმნა არ შეუძლიათ, ამირიდან საშუალება ექნებათ, ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი კანდიდატურები წარადგინონ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება.
მისივე განმარტებით, ასეთ ოპოზიციონერებს (საუბარია "ევროპელ სოციალისტებზე", რომლებიც ოარლამენტში "პატიორტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ) დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთით გაეზრდებათ:
"მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ, გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს ასევე შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე. ამასთან დაკავშირებით "ევროპელ სოციალისტებს" ქონდათ გარკვეული წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის გაეზარდოთ 15 წუთი", - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






